ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 02:49 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია მოუწევდა იგივე მდგომარეობაში ყოფნა, ამიტომ არ ჩამოვიდა

პრეზიდენტმა იცოდა, რომ მას სჭირდებოდა მთავრობის თანხმობა კონკრეტული ვიზიტების განხორციელებისთვის. მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა, თუმცა, მაინც წავიდა. ორჯერ ორი ოთხია, რომ დაირღვა კონსტიტუცია. ასეთ მარტივ კაზუსზე გვაქვს საუბარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორც არიან დღეს მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება. მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში.

ხვალ გაგრძელდება პროცესი, სადაც დამატებით წარვადგენთ ჩვენს პოზიციას. იქნება ასევე კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც შემაჯამებელ სიტყვას წარვადგენთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმოამდგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები