ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 01:00 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
13°C clear sky

ირაკლი კობახიძე რობინ დანიგანს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ირაკლი კობახიძემ გამოთქვა რწმენა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და სხვა.

ირაკლი კობახიძემ რობინ დანიგანს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები