რუსეთმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარებული „რეფერენდუმის“ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში „ხმების“ 20%-ზე მეტის დათვლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი „ამომრჩეველთა“ 98.27%-მა დაუჭირა. ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 97.83%-ია, დათვლილია „ხმების“ 21.11%. ზაპოროჟიეში „ამომრჩეველთა“ ნახევარზე მეტი რაოდენობის „ხმების“ დათვლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა 97.85%-ს სურს, ხერსონის ოლქში კი 96.30%-ს.
ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ორგანიზებული „რეფერენდუმი“ 23-იდან 27 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.