ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 9, 2024 13:44 საათი

თბილისი

აპრ 9 - სამ
Tbilisi, GE
14°C broken clouds

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი: ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული ძალიან კარგი რეზულტატი, ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის, მიშელ ვიონის განცხადებით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გახდეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. ვიონმა ბაკურიანი 2023  შეაფასა, როგორც საუკეთესოდ ჩატარებული ტურნირი და აღნიშნა, რომ ეს ძალიან კარგი რეზულტატია.

„მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, მათ შორის ინფრასტრუქტურა და კარგი სასრიალო ტრასები იმისთვის, რომ გახდეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა. საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული, ძალიან კარგი რეზულტატი. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგებისთვის, რაც თქვენ მოიტანეთ,“ – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დღეს დასრულდება სპორტული ნაწილი, სადაც საქართველო დროშას გადასცემს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას – შვეიცარიას, ხოლო 5 მარტს,  19:00 საათზე, ჩემპიონატის სოფელში, 25-იანების ტერიტორიაზე დახურვის საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

შეგახსენებთ, ბაკურიანი, სადაც წლის მთავარი სპორტული მოვლენა – მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში სნოუბორდსა და „ფრისკიში“, მეჩვიდმეტე დღეა, მსოფლიო ყურადღების  ეპიცენტრშია. ჩემპიონატი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები