ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 05:52 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
11°C scattered clouds

სილვიო ბერლუსკონი – ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი გამომიგზავნა, მე კი მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო გავუგზავნე

იტალიური საინფორმაციო სააგენტო LaPresse-მა გაავრცელა აუდიო მასალა, სადაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აუდიო ჩანაწერში ბერლუსკონი აცხადებს, რომ პუტინმა გასულ თვეში, დაბადების დღეზე მას 20 ბოთლი არაყი და “ძალიან ტკბილი წერილი” გაუგზავნა.

CNN-ის ინფორმაციით, ბერლუსკონის ოფისში ტელეკომპანიას კლიპების ავთენტურობა დაუდასტურეს. CNN იუწყება, რომ ჩანაწერი, როგორც ჩანს, პარლამენტის დარბაზში ბერლუსკონის პარტიის, Forza Italia-ს შეხვედრის დროს, ფარულად გააკეთეს.

„მე მას რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო (იტალიური ცქრიალა ღვინო) და თანაბრად ტკბილი წერილი გავუგზავნე“, – აცხადებს ბერლუსკონი აუდიო ჩანაწერში.

ის ასევე ამბობს, რომ მან „აღადგინა ურთიერთობები პრეზიდენტ პუტინთან“ და რუსეთის ლიდერმა მას უწოდა „პირველი მისი ხუთი ნამდვილი მეგობრიდან“.

 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები