ტელეკომპანია სეზონი

მაისი 13, 2024 22:25 საათი

თბილისი

მაი 13 - ორშ
Tbilisi, GE
14°C clear sky

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 თებერვალს გამოსცა №81 დადგენილება, რომლითაც შესწორება შეიტანა 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილებაში.

მთავრობის მიერ მიღებული ცვლილების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, უკრაინის მოქალაქეებს უფლება აქვთ უვიზოდ შევიდნენ საქართველოში და დარჩნენ ქვეყანაში სრული ორი წლის განმავლობაში.

მანამდე კი, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლება ჰქონდათ.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის  ვადით  ყოფნის უფლება“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები