ტელეკომპანია სეზონი

მაისი 4, 2024 01:16 საათი

თბილისი

მაი 4 - შაბ
Tbilisi, GE
14°C overcast clouds

„ასეთი რამ ცივი ომის დროსაც არ ხდებოდა“ – რუსეთის პატრიარქმა თქვა, რომ EU-ს ტერიტორიაზე არ შეუშვეს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

„მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება არ შეუშვან პატრიარქი კირილი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა. ჩნდება კითხვა რატომ?  თუ თქვენ მართლები ხართ, მე კი არა, მოიწვიეთ ტელევიზიები და გამართეთ ჩემთან დიალოგი, დაამტკიცეთ საკუთარი სიმართლე.  მათ ამის ეშინიათ, რადგან იციან, რომ სიმართლე ჩემს მხარესაა.

მათ ძალიან სუსტი პოზიცია აქვთ – ზოგადად, იზოლაციონიზმის პოზიცია ყოველთვის სუსტია და ჩვენ ღია ვართ კომუნიკაციისთვის მათთან, ვინც გვიყვარს და მათთანაც, ვინც არ გვიყვარს“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.

მისი თქმით, ცივი ომის დროს შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ნაკლები შეთანხმება იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ კონტაქტები არ იყო შეზღუდული, მათ შორის ქრისტიანული კავშირები.

„დასავლეთი ცდილობს შეზღუდოს ჩვენი ეკლესიის კონტაქტები დასავლელ პარტნიორებთან“, – ამბობს რუსეთის პატრიარქი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები