ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 23:21 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
10°C clear sky

ბაიდენი კიევშია – ჟურნალისტები

რუსი უფლებადამცველი და წამყვანი მარკ ფეიგინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბაიდენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებია.

როგორც ცნობილია, დაანონსებული იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთში ჩავიდოდა და თავის პოლონელ კოლეგას შეხვდებოდა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უკრაინელებისთვის „სიურპრიზი“ მოამზადეს და კიევში „მთავარი პარტნიორების“ ვიზიტი დააანონსეს.

„იმედი მაქვს, რომ სიურპრიზი წარმატებული იქნება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრესიის წლისთავის წინა დღეს ვიგრძნოთ და დავინახოთ არა მხოლოდ სიტყვებით მხარდაჭერა, არამედ საქმითაც“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მელნიკი. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გავლენიანი გამოცემა „ბილდის“ ჟურნალისტმა ჯულიან რეპკემ.

ჟურნალისტი იტყობინება, რომ ბაიდენი კიევშია.

„ბაიდენი კიევში ჩავიდა“ – წერს რეპკე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები