ტელეკომპანია სეზონი

მაისი 15, 2024 00:04 საათი

თბილისი

მაი 15 - ოთხ
Tbilisi, GE
9°C few clouds

„ერთი კილო ისევ დაიკლო“ – ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დღე არასწორად შეარჩია, რადგან ორშაბათს სამუშაო დღეა.

„მისი მდგომარეობა მძიმეა, ერთი კილო კიდევ დავიკელიო, დინამიკა ასეთია. კარგს ვერაფერს ვერ გეტყვით.

საპროტესტო აქციის დღე კარგად არ არის შერჩეული, ორშაბათია, სამუშაო დღეა, მაგრამ მაინც კარგია, რომ იმართება“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები