ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 09:47 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

კადიროვი „ვაგნერის“ მსგავსად კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „ვაგნერის“ შემქმნელს ევგენი პრიგოჟინისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს და საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აანონსებს.  ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კადიროვის თქმით, ის კერძო სამხედრო კომპანიას სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ შექმნის. კადიროვი ამბობს, რომ უკრაინის ომში „ვაგნერის“ მებრძოლებმა თავისი დიდი ეფექტიანობა აჩვენეს. პრიგოჟინს კი ის „ძმას “ და „ღირსეულ მებრძოლს“ უწოდებს.

ცნობისთვის, „ვაგნერი “ არის რუსული კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელიც სირიაში, აფრიკაში და ბოლოს უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. ამასთანავე, რუსეთის კანონმდებლობით კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობა აკრძალულია, თუმცა მას მოსკოვი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

რუსი ექსპერტები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ევგენი პრიგოჟინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის სერიოზული კონფლიქტი არსებობს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები