ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 01:54 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

ერდოღანი: შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტას საზიანო შედეგები მოჰყვება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არ დააყოვნებს ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შედეგად შექმნილი საზიანო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის შეთანხმებას კაცობრიობისთვის სასიცოცხლო ინიციატივა უწოდა.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტას მთელი რიგი საზიანო შედეგები მოჰყვება, როგორიცაა სურსათზე ფასების მატება, ზოგიერთ რეგიონში შიმშილი და შემდეგ მიგრაციის ახალი ტალღები. ჩვენ არ ვყოყმანობთ გამოვიყენოთ ინიციატივა ამის თავიდან ასაცილებლად“, – განუცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები