ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 12:24 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
18°C overcast clouds

„იმედი მაქვს, ევროკავშირი თავის ხელით არ ააშენებს რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა“ – თეა წულუკიანი

„იმედი მაქვს ევროკავშირი თავის ხელით არ ააშენებს რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრობის მინიჭებისთვის საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა.

„შეიძლება დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა. სიმშვიდის, მშვიდობისა და  სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა აღარ არის ძალიან ადვილი. ველოდებით ევროკავშირის პასუხისმგებელი ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლებიც იქნება შესაბამისი, დიდი იმედი მაქვს ქართველი ერის ისტორიული არჩევანისა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იმედი მაქვს ევროკავშირი თავის ხელით არ ააშენებს რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები