ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 18:23 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

ირანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტანი-ბალუჩესტანის პროვინციაში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის აგენტი სიკვდილით დასაჯეს

აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და მოსადს აწვდიდა – ირანი აცხადებს, რომ ისრაელის აგენტი სიკვდილით დასაჯა

ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო IRNA-ს ცნობით, პირს ჯაშუშობის ბრალდებით ბრალი წაუყენეს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილმა ინფორმაცია მიაწოდა უცხოეთის სამსახურებს, მათ შორის  მოსადს.

„ეს ადამიანი დაუკავშირდა უცხოურ სამსახურს, კონკრეტულად, მოსადს, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და თანამზრახველების მონაწილეობით, დოკუმენტებს უცხოურ სამსახურებს, მათ შორის, მოსადს აწვდიდა“, – იუწყება სააგენტო.

მედიას აღნიშნული პიროვნების ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

უცნობი პირი ზაჰედანის ციხეში 16 დეკემბრის დილით სიკვდილით დასაჯეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები