ტელეკომპანია სეზონი

მაისი 8, 2024 18:02 საათი

თბილისი

მაი 8 - ოთხ
Tbilisi, GE
19°C scattered clouds

„ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება“ – ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს.

უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სააკაშვილს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდა.

„ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში. მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება. დაიცვას ჯანსაღის ცხოვრების წესი, მათ შორის სეირნობა აქ ამის შესაძლებლობა და გამოიყენოს.  რთულია, ციხის კედლებში ადაპტაცია სჭირდება, მაგრამ ვინც დაარღვია კანონი, ბუნებრივია, ყველას მოიწევს ციხის კედლებში ჯდომა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

8 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და საჭიროების შემთხვევაში მას მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

აგრეთვე, მათივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 – საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები