ტელეკომპანია სეზონი

მაისი 18, 2024 11:05 საათი

თბილისი

მაი 18 - შაბ
Tbilisi, GE
15°C clear sky

რამზან კადიროვი: რუსეთი დაუმარცხებელია, არც ეცადოთ მისი მთლიანობის დარღვევა, პასუხი მყისიერი იქნება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინის თითოეულ სიტყვას ეთანხმება.

როგორც კადიროვი ტელეგრამის პირად არხზე წერს, ნაციონალიზმმა და დაუფარავმა გენოციდმა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების“ მკვიდრთა წინააღმდეგ ამაზრზენი მასშტაბები შეიძინა.

კადიროვის განცხადებით , ვლადიმერ პუტინი დაასრულებს ამ სისასტიკეს.

„სრულად ვეთანხმები ვლადიმერ პუტინის თითოეულ სიტყვას. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი რთული სიტუაციისა, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით დაწესებული სანქციებისა, რომელიც ჩვენს ძლევამოსილ ქვეყანას დაუწესეს, ჩვენი მრავალეროვანი ქვეყნის მცხოვრებლები აჩვენებენ ერთობის მაგალითს. ჩვენ ვერ და არ ვუღალატებთ იმ ფასეულობებს, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. მიზანია ერთია – სამშობლოს დაცვა

ნაციონალიზმმა და დაუფარავმა გენოციდმა „ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების“ მკვიდრთა წინააღმდეგ ამაზრზენი მასშტაბები შეიძინა. დონბასის მოძმე ხალხის დახმარების მიწოდებას ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა.  ეჭვგარეშეა, რომ თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ სისასტიკის დასრულებას, ვერაფერი გაგვაჩერებს.

დღეს პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ თქვა – თუ ვინმე შეეცდება ჩვენს მიწაზე ჩვენს ხელყოფას, ის მკაცრ პასუხს მიიღებს. ასე იყო და ასე იქნება. უზომოდ ვამაყობ ჩემი ქვეყნით, ჩვენი მებრძოლებით და ჩვენი სამშობლოს თითოეული მკვიდრით! რუსეთი დიდი და დაუმარცხებელი ქვეყანაა! და არც კი ეცადოთ მისი მთლიანობის დარღვევას, პასუხი იქნება მყისიერი და მკაცრი“, – აცხადებს რამზან კადიროვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები