ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 21:30 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
21°C broken clouds

ტუსკი: პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად „პეტრიოტის“ კომპლექსის მარაგი არ აქვს

პოლონეთს უკრაინისთვის გადასაცემად „პეტრიოტის“ კომპლექსის მარაგი არ აქვს, მაგრამ უკრაინას სხვა ხერხებით დაეხმარება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ „პეტრიოტის“ ბატარეა, რომელიც ჟეშუვშია განთავსებული, არ რის პოლონეთის საკუთრებაში, ის ამერიკის საკუთრებაშია.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ რეზერვში არ გვაქვს „პეტრიოტის“ ბატარეა და ამას ყველა ხვდება. კიევთან ერთად ყველამ იცის, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ ჩვენი დავალება პირნათლად შევასრულეთ“, – აღნიშნა ტუსკმა.

ამავდროულად, როგორც ტუსკმა აღნიშნა, არსებობს სხვა ტიპის იარაღიც, რომელიც ეხმარება უკრაინას ცის დაცვაში და აქ პოლონეთი გააგრძელებს აქტიურობას.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები