ტელეკომპანია სეზონი

მაისი 18, 2024 10:55 საათი

თბილისი

მაი 18 - შაბ
Tbilisi, GE
15°C clear sky

უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობას შეატყობინებს თუ როდის იქნება ელჩი მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს- ანდრეი კასიანოვი 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინის ელჩი ამჟამად საქართველოში იმყოფება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან და საქართველოს ხელისუფლებას ეცნობება, როდის გააგრძელებს ის უფლებამოსილების შესრულებას.
“მინდა ყველა შეკითხვა მოიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვთქვით, იგორ დოლგოვი, უკრაინის ელჩი საქართველოში გაწვეული არის კონსულტაციებისთვის, ფიზიკურად ის საქართველოში იმყოფება და ახლა კონსულტაციებს ასრულებს უკრაინის მთავრობასთან. როგორც წინა ბრიფინგზე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, უკრაინის საელჩო საქართველოში შეატყობინებს საქართველოს მთავრობას, თუ როდის იქნება ელჩი მზად და შეუდგება თავის მოვალეობებს”, – განაცხადა კასიანოვმა.
გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები