ტელეკომპანია სეზონი

მაისი 14, 2024 05:44 საათი

თბილისი

მაი 14 - სამ
Tbilisi, GE
11°C broken clouds

უკრაინული ჯარის გასვლა 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე ჩვენთვის ომში გამარჯვება იქნება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ჯარის გასვლა 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე ომში გამარჯვება იქნება.
მისი თქმით, ეს იქნება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა უკრაინა ვერ დაიპყრო და უკრაინელებმა საკუთარი მიწების დაცვა შეძლეს.

„ამის შემდეგ გადავალთ მეორე ნაწილზე. მინდა, რომ რუსეთს აღმოაჩნდეს საკმარისი ჭკუა, რათა მეორე ნაწილი ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან გავმართოთ და ამ მოლაპარაკების შედეგად სამართლიანობა საბოლოოდ აღდგეს. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. გამარჯვება რთული იქნება, გამარჯვებას ბრძოლაში მივაღწევთ, მაგრამ ომს დიპლომატია დაასრულებს. ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ზოგიერთი საკითხის გადაჭრა სხვაგვარად შეუძლებელია. ჩვენ ყველაფრის დაბრუნება გვინდა, რუსეთს კი არაფრის დაბრუნება არ სურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები