ტელეკომპანია სეზონი

მაისი 20, 2024 18:02 საათი

თბილისი

მაი 20 - ორშ
Tbilisi, GE
22°C scattered clouds

„ისინი არიან უგუნური ადამიანები“ – მეუფე იაკობი

„ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას – ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს“, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება  უკრაინის ჭკუაზე არ ივლის.

„ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ. როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ ხომ, საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ! ვფიქრობ, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურობაა, ისინი უგუნურები არიან.

რამდენი ხანია უკვე, რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარების მეტს, რას ვაკეთებ ხომ? – და რა უნდათ, ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? – ჩვენ მათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხზე იფიქროს, ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ.

კუმ ფეხი გამოყოო, ისე მოსდით იმათ. რა უნდათ ე.ი. ჩვენი მთავრობა დაიქირაონ, ჩვენმა მთავრობამ ეს მიწა იჯარით მისცეს და საქართველო პოლიგონად გავხადოთ და დავიშალოთ? ჭკვიანად იყვნენ რა, ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ, ნუ გვექცევიან ასე ქართველებს“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები