ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 09:43 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
13°C broken clouds

ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმურა. კომენტარი ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. მე მგონი საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება. მას აქვს თავისი დღის წესრიგი და მიყვება ამ დღის წესრიგს. ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს. ევროპელი დეპუტატი თბილისში გამართულ დემონსტრაციებს იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდების ხელშია საქართველოს მომავალი ,სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ მათ დახმარება სჭირდებათ. ამ თემაზე ფონ კრამონმა ნიკა გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები