ტელეკომპანია სეზონი

მაისი 15, 2024 00:16 საათი

თბილისი

მაი 15 - ოთხ
Tbilisi, GE
9°C few clouds

ვტოვებ „ნაციონალურ მოძრაობას“ – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  რომან გოცირიძემ პარტია „ნაცმოძრაობა“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან პირად ფეისბუკგვერდზე გაავრცელა.

„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა.

მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – წერს გოცირიძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები