ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 15:29 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
20°C broken clouds

ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის – ემანუელ მაკრონი

დასავლეთმა უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რათა კიევს ჰქონდეს საკმარისი რესურსი კონტრშეტევისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთთან დიალოგის დრო არ არის.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა თავად უკრაინამ შეძლოს და დაიწყოს კონტრშეტევა და მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი მზად არის გააძლიეროს თავისი ძალისხმევა უახლოეს კვირებსა და თვეებში.

მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის კონტრშეტევას შეუძლია შემდგომში დაუშვას სანდო მოლაპარაკებები, რომლებიც განსაზღვრული იქნება უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და მისი ხალხის მიერ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები