ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 08:50 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია – სავიკ შუსტერი

გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ საქართველოში მიმდინარე პროცესები და მეორე ფრონტის გახსნის საკითხი განიხილეს. გადაცემის სტუმარი უკრაინელი ჟურნალისტი სავიკ შუსტერი იყო, ინტერვიუს კი გორდონის მეუღლე, ალესია ბაცმანი უძღვებოდა.

კითხვაზე, სადამდე მივა ეს პროტესტი, გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია და თუ კი, დაიწყებენ თუ არა ისინი ბრძოლას აფხაზეთისთვის, გახსნიან თუ არა მეორე ფრონტს, შუსტერმა უპასუხა:

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო მეორე ფრონტს გახსნის. 2008 წელს ქართული არმია ცუდად შეიარაღებული არ ყოფილა, მაგრამ მან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა იმ ბარბაროსებისთვის, რომლებიც შეიჭრნენ.

არ ვფიქრობ, რომ საქართველო რუსეთთან კონფლიქტში შევა, განსაკუთრებით კი სამხედრო კონფლიქტში, მაგრამ კონფლიქტში შევა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის პარტია. მაშინ დიდ კონფლიქტში შევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამხედრო კონფლიქტში არ შევა, ამისთვის მათ ძალა არ ეყოფათ. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ახლა კუთხეში არიან მიყენებული, რადგან ხალხს ისინი არ უნდა. არ უნდათ მათი კანონები, არ უნდათ მათი მიჯაჭვულობა რუსეთზე“, – აღნიშნა შუსტერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე