ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 16:54 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
24°C scattered clouds

„რუსეთს იარაღის მარაგი ეწურება“ – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთს ათწლეულების მანძილზე დაგროვილი იარაღის მომზადებული მარაგი ეწურება.

მისივე თქმით, რუსეთის კორუმპირებულ ეკონომიკას ფრონტის ხაზის მომარაგება აღარ შეუძლია.

„რუსეთს იარაღის მომზადებული მარაგი ეწურება. ეწურება რაკეტები და სამხედრო აღჭურვილობა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. მათი გათვლები ითვალისწინებდა ბლიცკრიგს და არა ბლიცუტილიზაციას.

რუსეთის კორუმპირებულ ეკონომიკას არ ძალუძს ფრონტის უზრუნველყოფა, ამიტომ ტერორისტული რუსეთისთვის საგარეო დახმარება უპირველესი მნიშვნელობის საკითხია“, – აცხადებს დანილოვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები