ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 16:00 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
24°C broken clouds

ოლექსი დანილოვი – გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან.

მისი თქმით, ზამთარი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საკვანძო ეტაპი იქნება.

“1919 წლის 6 დეკემბერს უკრაინის არმიის ზამთრის კამპანია დაიწყო. 2022 წლის 6 დეკემბერს ის გაგრძელდა და დასრულდება უკრაინული გაზაფხულით გათავისუფლებულ სევასტოპოლში, დონეცკსა და ლუგანსკში. უკრაინული ზამთარი დიდი ომის საკვანძო ეტაპია. უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ!” – დაწერა დანილოვმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინაში 6 დეკემბერს შეიარაღებული ძალების დღე აღინიშნება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები