ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 16:34 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C overcast clouds

ფინეთში მასშტაბური აქციები მიმდინარეობს

ფინეთში მასშტაბური აქციები და გაფიცვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაფიცვები ყველა სფეროს შეეხო. მათ შორის საჰაერო მოძრაობას, სასურსათო მაღაზიებს, სასტუმროებსა და რესტორნებს, საფოსტო ოფისებს, ბანკებს, ტრანსპორტსა და ინდუსტრიას.

მათივე ინფორმაციით, პროტესტი განსაკუთრებით შესამჩნევია მაღაზიებში, რესტორნებში და სასტუმროებში და ამბობენ, რომ  საჰაერო მიმოსვლა თითქმის სრულად არის შეჩერებული. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საპროტესტო აქცია ავტობუსსა და სარკინიგზო ტრანსპორტსაც შეეხება.

ცნობისთვის, პროფკავშირები მთავრობის შრომის კოდექსის რეფორმას აპროტესტებენ, რაც მათ შორის საპენსიო, დაზღვევის, სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას გულისხმობს.მასშტაბური გაფიცვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიმდინარეობს, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის გაფიცვა გადაჭარბებული და არაგონივრულია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები