ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 22:56 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
19°C broken clouds

საბერძნეთში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად კანონპროექტს შეიმუშავებენ

საბერძნეთის კონსერვატიული მთავრობა 6 თებერვალს გეგმავს, მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანთა სამოქალაქო ქორწინებას დაუშვებს. კანონპროექტს, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ კარიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის უმრავლესობა მიიღებს და მას შესაძლოა, მემარცხენე დეპუტატებმაც დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს

თუ ასე მოხდება, საბერძნეთი გახდება პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, სადაც დაუშვებენ ერთსქესიანთა ქორწინებას. ეს კი იქნება გამარჯვება LGBT წყვილებისთვის.

საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას სწამს, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა და ღიად უპირისპირდება კანონპროექტს, მაგრამ ბევრი “ლგბტ თემის წარმომადგენელი ფიქრობს”, რომ ეს წინააღმდეგობა შორს არ წავა.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგატი ორსულობა ნებადართული არ იქნება ლგბტ წყვილებისთვის და და ზოგადად სექსუალური უმცირესობებისთვის.

ახალი კანონპროექტის ძალაში შესასვლელად საჭიროა სულ მცირე 75 ხმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები