ტელეკომპანია სეზონი

მაისი 4, 2024 02:43 საათი

თბილისი

მაი 4 - შაბ
Tbilisi, GE
14°C overcast clouds

თურქეთი ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში ფინეთ-შვედეთის გაწევრიანებას არ დაუშვებს, რადგან მისივე თქმით, მათ „საკანონმდებლო ორგანოებში ტერორისტები იმყოფებიან“.

როგორც ერდოღანმა ვენესუელელ კოლეგასთან ნიკოლას მადუროსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, „ახლა შვედეთი არის ქვეყანა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები მრავლად არიან“.

„მათ პარლამენტშიც კი ტერორისტები სხედან. სანამ ეს ტერორისტები რჩებიან პარლამენტებში და სანამ ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებენ დემონსტრაციას ტერორისტების ლიდერების გამოსახულებით სტოკჰოლმის ქუჩებში და სანამ ისინი ამას აკეთებენ შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ, თურქეთი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს“, – აცხადებს ერდოღანი. 

აღსანიშნავია, რომ 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ერთობლივად გააკეთეს. სამხედრო ალიანსში გაწევრიანების  გადაწყვეტილება სკანდინავიურმა დუეტმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები