ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 21:51 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
21°C broken clouds

„უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები პირველ რიგში ვაშინგტონთან უნდა წარიმართოს“ – დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების გადამწყვეტი ხმა ვაშინგტონს ეკუთვნის და მოლაპარაკებებიც სწორედ მასთან უნდა გაიმართოს.

„ცხადია, გადამწყვეტი ხმა ვაშინგტონს ეკუთვნის. ისე, შეუძლებელია რაღაცაზე საუბარი, მაგალითად, კიევთან. კიევში არის პრეზიდენტი, უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ბატონი ზელენსკი, მაგრამ მასთან შეთანხმების მიღწევა, მარტის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მაგრამ ეს შეთანხმებები უსარგებლოა, რადგან გარედან ბრძანებით ისინი შეიძლება მყისიერად გაუქმდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

მან, დასძინა – „შესაბამისად, საჭიროა ვინმესთან საუბარი, მის ინსპირატორთან, ლიდერთან და ა.შ.“.

პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და ეს დასავლეთმა უნდა იცოდეს.

„პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ღიაა მოლაპარაკების პროცესისთვის, ანუ ყოველთვის ჯობია მიაღწიო შენს ინტერესებს, უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება მოლაპარაკების მაგიდასთან. და პუტინი ღიაა ამისთვის, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს დღეს და დაადასტურა ისე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მზად არიან თუ არა, მაგრამ დასავლეთმა ეს უნდა იცოდეს, უნდა მოისმინოს“, – აღნიშნა მან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴სინოდის წევრებმა მეუფე საბას ველაპარაკეთ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 🔴ამერიკის ელჩმა ჩვენ რომ ისტორიას გვასწავლის თავად ამერიკელებს ასწავლოს როგორ გაწვიტეს აბორიგენები და რაზე დგას თავად ამერიკა 🔴გარყვნილების და უზნეობის ამკრძალავი კანონი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს 🔴პარტიებს არჩევნებზე უნდა დავადებინოთ ფიცი რომ უზნეობის კანონს მხარს არ დაუჭერენ 🔴მთავრობა რატომ ელოლიავება ამ ხალხს ვერ გავიგე, ვერ გავიგე ამ ქვეყანაში უმცირესობა წყვიტავს საკითხებს თუ უმრავლესობას 🔴მეუფე შიოს სხეულში მართლაც აღმოჩნდა მძიმე მეტალები 🔴პრეზიდენტ ზურაბიშვილს მინდა ვკითხო განა კონსტიტიციაში ჩვენ გვიწერია რომ უზნეობას ხელი შეუწყოთ 🔴ვანში ჯვარი არათუ ავიღეთ არამედ უფრო კარგ და გამოსაჩენ ადგილზე ვდგამთ რომელსაც ლამის მთელი ვანი დაინახავს -ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ბულუხია